სუს-ი: "უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა კითხვას"
img
  • 14 სექტემბერი, 2021 17:43


სუს-ი: "უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა კითხვას"

ფონტის ზომა

TT




სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, უწყება პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის ყველა ეტაპზე მზად არის.

''უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას’’,-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გამოძიება დაიწყო.