ირაკლი კობახიძე: "ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელეკომპანიის შესრულებით"
img
  • 14 სექტემბერი, 2021 17:51


ირაკლი კობახიძე: "ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელეკომპანიის შესრულებით"

ფონტის ზომა

TT




''ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელეკომპანიის შესრულებით’’, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს.

კობახიძის თქმით, ეს არის კამპანია სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ.

„ამ ბოლშევიკურ, გარყვნილ ქმედებებს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემაზე და ამის შემდეგ ამ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა - ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ - გაავრცელეს განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქმის კურსში არიან იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაავრცელოს „ნაცმოძრაობამ“ და ამით ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს. ეს მათ არ გაუვათ - საზოგადოება მათ გასცემს სათანადო პასუხს. მხოლოდ ბოლშევიკებს შეიძლება მოუვიდეთ აზრად ისეთი ჩანაწერის გავრცელება, რომელზეც ისინი საუბრობენ. გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ გვარამიასა და ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2 გარყვნილ ადამიანს აქვს ინფორმაცია ყველაფერზე, რაც დაგეგმილი აქვს „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.