ლევან ნიკოლეიშვილი: "სააკაშვილის არასერიოზული საქციელის გამო დღეს ნიკანორ მელია კანდიდატურას მოხსნის"
img
  • 01 ოქტომბერი, 2021 14:21


ლევან ნიკოლეიშვილი: "სააკაშვილის არასერიოზული საქციელის გამო დღეს ნიკანორ მელია კანდიდატურას მოხსნის"

ფონტის ზომა

TT




‘’სააკაშვილის არასერიოზული საქციელის გამო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია კანდიდატურას მოხსნის’’, - ამ ინფორმაციას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ექსპერტი წერს, განცხადებას მელია დღეს, 21:00 საათზე გააკეთებს.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა  „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა. მოგვიანებით მან ვიდეოები გაავრცელა, საიდანაც ირწმუნებოდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. ვიდეოები ღამითაა გადაღებული, რაც სააკაშვილის რეალურ ადგილსამყოფელად ბათუმის მიჩნევას ეჭვქვეშ აყენებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.