გია ვოლსკი: "პრემიერის გადადგომაზე ლაპარაკი ''ნაცმოძრაობის" ხელწერაა"
img
  • 12 ოქტომბერი, 2021 18:38


გია ვოლსკი: "პრემიერის გადადგომაზე ლაპარაკი ''ნაცმოძრაობის" ხელწერაა"

ფონტის ზომა

TT




''ეს არის ხელწერა და მეთოდი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს და რომელსაც რეალურად პრობლემები აქვს შიგნითაც და გარეთაც“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„რამდენჯერ უნდა მკითხოთ? - ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს გადადგომას; მე ვაპირებ კიდევ რაღაცას; კობახიძე აპირებს დატაკებას ღარიბაშვილთან; კალაძე ცუდ ურთიერთობაშია პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან - ეს თემები არსებობს და მუდამ იარსებებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.