აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
img
  • 13 ოქტომბერი, 2021 10:51


აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

ფონტის ზომა

TT




ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის უწყებაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.

‘’ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. 

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი საქართველოს მომდევნო კვირას ეწვევა.