ირაკლი ზარქუა "ნაცმოძრაობის" აქციაზე: "შეიკრიბებიან, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან"
img
  • 13 ოქტომბერი, 2021 13:44


ირაკლი ზარქუა "ნაცმოძრაობის" აქციაზე: "შეიკრიბებიან, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან"

ფონტის ზომა

TT




''შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, - კი, ბატონო, ესეც მათი უფლებაა’’, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუკი ადგილი ექნება კანონდარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება, გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის - რადიკალურ ოპოზიციას.

რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ, რომ არ შეიძლება აითქვიფო. ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები.

როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები "ნაცმოძრაობასთან", მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან," - განაცხადა ზარქუამ.