ნათია თურნავა: "სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი"
img
  • 13 ოქტომბერი, 2021 17:16


ნათია თურნავა: "სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი"

ფონტის ზომა

TT




„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და დგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ისე ევროპაში.

„ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - საშუალო ტემპით 5.8%, თითქმის 6% წლიურად. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალიან სწრაფად დავძლიოთ პანდემიით მიყენებული ნეგატიური შედეგი, ასევე, დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საშუალოვადიან პერიოდში - 2021-2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.