თავდაცვის მინისტრი: "აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას"
img
  • 13 ოქტომბერი, 2021 17:58


თავდაცვის მინისტრი: "აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას"

ფონტის ზომა

TT




საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის - ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.

„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, - ეს არის რეგიონული მესიჯი - რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდით როგორც ავღანეთში, ისე ჩვენს რეგიონშიც“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს მომდევნო კვირაში ეწვევა.