გიორგი ღიბრაძე: "რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ"
img
  • 24 ნოემბერი, 2021 14:19


გიორგი ღიბრაძე: "რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ"

ფონტის ზომა

TT




„რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით,  ყველა რესტორანი ვალდებულია, მომხმარებელი 1-ლი დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ მწვანე სტატუსის შემთხვევაში და ამავე დღიდან მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ მათ შეუძლიათ, იმუშაონ, რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ.

ასევე, ღიბრაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.