რა არის "მწვანე სტატუსი" და ვის ენიჭება ის
img
  • 24 ნოემბერი, 2021 14:51


რა არის "მწვანე სტატუსი" და ვის ენიჭება ის

ფონტის ზომა

TT




„კიდევ ერთხელ მინდა, დავაზუსტო, რა არის "მწვანე სტატუსი" და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მისი გამოყენება. "მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა; გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში, აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას "მწვანე სტატუსი" ექნება მუდმივად. ასევე, ადამიანს თუ აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, –განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის: 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ "მწვანე სტატუსის" მქონე მოქალაქეები შეძლებენ შესვლას შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში; კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,, სასტუმროებში და, ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.