ნათია თურნავა: "სოციალური პოლიტიკის რეფორმა განაპირობებს სიღარიბის დაძლევასა და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას"
img
  • 24 ნოემბერი, 2021 15:03


ნათია თურნავა: "სოციალური პოლიტიკის რეფორმა განაპირობებს სიღარიბის დაძლევასა და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას"

ფონტის ზომა

TT




„საკმაოდ მასშტაბური რეფორმა იწყება, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვას, საჯარო პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, იგეგმება იმ ადამიანების რესოციალიზაცია, რომლებიც წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას არიან მინდობილი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შესწევთ უნარი, თავიანთი შრომით ჰქონდეთ შემოსავალი.

„ამავდროულად, ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უფრო მეტი საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს და უფრო მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. აქ ჩვენ ეს ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ - ერთი მხრივ, ის, რომ მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც შესაძლებელია დასაქმდნენ ეს ადამიანები და ეს პროგრამები არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. გვყავს 200 ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, სურვილიც აქვთ, რომ ჩაერთონ შრომით საქმიანობაში. ამ თემაზე ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებას“, - აღნიშნა თურნავამ.