ირაკლი ქადაგიშვილი: "ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, რომ სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, არამედ, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები"
img
  • 24 ნოემბერი, 2021 15:34


ირაკლი ქადაგიშვილი: "ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, რომ სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, არამედ, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები"

ფონტის ზომა

TT




პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ნინო ლომჯარიას მისივე უფლებამოსილებაზე მიუთითებს. 

ქადაგიშვილის თქმით, სახალხო დამცველზე სიმართლის თქმა მასზე შტურმის მიტანას არ ნიშნავს.

„ჩვენ შტურმი კი არ მივიტანეთ, იმ სიმართლეს ვამბობთ, რომელიც ზედაპირზე დევს. აქედან გამომდინარე, სიმართლის თქმა შტურმის მიტანა არ არის. ნინო ლომჯარია არის სახალხო დამცველი და არაერთი პოლიტიკური აქტორის ინტერესების გამტარი.

ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე იქით, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, - მისი საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ, თუ პატიმარ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, ეს უფლებები დაიცვას და არ უნდა აკეთოს იმგვარი განცხადებები და ქმედებები, რომ რამენაირად დაიხსნას სააკაშვილი პატიმრობიდან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.