სოზარ სუბარი: "სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს"
img
  • 24 ნოემბერი, 2021 18:02


სოზარ სუბარი: "სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს"

ფონტის ზომა

TT




საპარლამენტო უმრავლესობის წევრის - სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  საქართველოს ციხეებში ძალიან ცოტა ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთაც უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეთ ჩადენილი.

სუბარის თქმით, დანაშაულები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამნაშავედ წარმოაჩენს.

„ნებისმიერ ქვეყანაში უმცირესი დარღვევაც კი ხდება საფუძველი იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტების, ყოფილი პრემიერებისა და, ხშირად, მოქმედი პრეზიდენტებისა და პრემიერების მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.

ამ მიმართულებით შეგვიძლია ისრაელის, ავსტრიის, საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითები ვნახოთ. ჩვენი მასშტაბით მცირე დარღვევებზეც კი სისხლის სამართლის დევნა იწყება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვეყნის პრემიერს ან პრეზიდენტს შეკვეთილი ჰქონდა რომელიმე დეპუტატის სიკვდილამდე ცემა, მისთვის ქონების წართმევა, ასევე, მას ფული დაეხარჯა საკუთარი შვილის სწავლაზე, საკუთარი თანაგუნდელების გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, წონის კორექციაზე; ასევე, სახელმწიფო თვითმფრინავი გაეგზავნა გერმანიაში იმისთვის, რომ მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანათ. ამ საკითხებიდან თუნდაც ერთი რომ ყოფილიყო ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს პასუხს უსასტიკესად აგებინებნენ“, - განაცხადა სუბარმა.