ეკატერინე ტიკარაძე: "მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია"
img
  • 25 ნოემბერი, 2021 13:28


ეკატერინე ტიკარაძე: "მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია"

ფონტის ზომა

TT




„მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„პაციენტი, დღესდღეობით, თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს.  ჩვენს ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე, როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს. მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია.

ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის პროცესში ჩართული და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავს პაციენტი ნანახი“, - განაცხადა ტიკარაძემ.