გურამ მაჭარაშვილი: "სააკაშვილს არც მოუნანიებია, რომ უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე. ამის ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ გაათავისუფლონ"
img
  • 25 ნოემბერი, 2021 14:37


გურამ მაჭარაშვილი: "სააკაშვილს არც მოუნანიებია, რომ უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე. ამის ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ გაათავისუფლონ"

ფონტის ზომა

TT




"დღეს ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც, სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდგომ, უკრაინაში თავგამოდებით იძახოდა, რომ ის არის უკრაინელი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით.

"ასეთი პიროვნება დღეს არის საქართველოში, იხდის სასჯელს, არც უთქვამს და არ მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე. ეს არ აუხსნია თავისი საზოგადოებისთვის.

ქართული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის იხდის სასჯელს. არც აქ გამოუთქვამს რამე სინანული. ამის ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაათავისუფლონ და ათ დღეში დაასრულებს ხელისუფლებას.

ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან ქრება. ამას მისი მომხრეებიც გრძნობენ და ფიქრობენ, რომ ხელოვნურად რამე ისეთი საკითხი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც, მათი აზრით, რადიკალიზაციის მცდელობას მაინც გამოიწვევს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.