„ჯერ კიდევ როდის ევროპარლამენტმა მოიწონა და მწვანე შუქი აუნთო უკრაინის მიერ მიღებულ დეოლიგარქიზაციის  კანონს. ჩვენს დესტრუქციულებს ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნებათ ამ კანონის საქართველოში მიღებასა და აღსრულებაზე“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის მიერ მიღებულ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე.

„გინდაც შეიცვალოს კანონი, ისიც ვერ შეეხება ივანიშვილს, თუ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ ჩაიწერა პერსონალურად მისი სახელი, ოღონდ – პირადი ნომრით, – რა იცი, იქნებ, სხვა ბიძინა ივანიშვილიც არსებობს.

ისე, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან თითოეულზე მიდის მუშაობა, ეს რეკომენდაციაც შესრულდება და დეკემბრისთვის ქვეყანა მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რა თქმა უნდა, თუ ისევ არ ჩაერევიან ომის პარტიის ლობისტები ევროპიდან და, იმ გაუგონარი რეზოლუციის მიღების მსგავსად, კიდევ რამეს არ გამოაგდებენ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფოჩხუა.

გაზიარება