ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ექსპერტი იზიარებს შათირიშვილის პათოსს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ქართველმა ხალხმა მომავალში განათლებას მიაქციოს ყურადღება და სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას ქვეყნის დესტაბილიზაციის უფლება არ მისცეს.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფოს, ჯარისა და ხალხის მძარცველს, ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებულ კეზერაშვილს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ჰყავს დამცველები, რომლებიც ცდილობენ მის შენარჩუნებას!
ოლიგარქი კეზერაშვილი არის კოლექტიური სახე “ნაცმოძრაობის”, რომლის რეანიმაციაც უნდათ ოკეანის გაღმა-გამოღმა მყოფ უბნელეს ძალებს. ისინი, ფულის სანაცვლოდ, იქაც და აქაც ყველა საშინელებაზე წამსვლელნი არიან!
ამიტომაც ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მოსაზრებებს და მის მიერ გარე და შინა საშინელი ძალებისადმი გამოთქმულ მამხილებელ პოლიტიკურ ბრალდებებს!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე გვენეტაძე.

გაზიარება