„ძალიან ნიშანდობლივია ერთი ამბავი, გადაამოწმეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ როგორც მახსენდება, ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუ მე არ ვცდები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ”, – განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაში ფეიკზე ააწყეს ლოგიკა, სამადაშვილმა, აქაც თუ არ ვცდები და თუ ის საუბრობს, ჯერ ერთი, რა პრობლემა იქნებოდა დაუშვათ ისედაც, მაგრამ, მაინც აქაც ტყუილი დაჭირდათ იმისთვის, რომ მიეკერებინათ რომელიმე პარტიისთვის. მე როგორც მახსოვს, „ფიდესის“ წევრი არ უნდა ყოფილიყო ვარჰეი, მაგრამ ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში შედეგი ვიხილეთ ის, რომ როგორც კი საქართველოზე კარგი თქვა ადამიანმა, ჩვენმა პარტნიორმა და ამ ქვეყნის მეგობარმა, იმ წუთას მოახდინეს მასზე თავდასხმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის დროს ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა და გუშინ ეს ღია ეთერში დაადასტურეს – პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოზე თქვა კარგი.
„ფაშისტური განცხადებები დიდი ხანია აღარ გვიკვირს ჩვენი ოპონენტებისგან. ეთნიკურობა, ეროვნულობა, ასეთი რაღაცეები რომ რაღაცის განმსაზღვრელი და ნიშანია მათთვის, ეს მეორე პრობლემაა, მაგრამ პირველი და მთავარი არის საქართველოს მტრობა.
როდესაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეაქო საქართველოში რეფორმები, ევროპულ პერსპექტივაზე დამაიმედებელი მესიჯები გაახმოვანა საქართველოსთვის, მასზე მყისიერად მოაწყეს თავდასხმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
“ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა” – მამუკა მდინარაძე
