„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ?“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კითხვას, რომელიც დეოლიგარქიზაციას და ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებოდა.
ამასთან, ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არჩევენ, ვინაა კარგი ან ცუდი ოლიგარქი.
“დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს – გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი თორმეტივე პუნქტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, ჩემს ქვეყანაშიც, უნგრეთშიც. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, – ესაა უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედია, მექნება კარგი ამბები ბრიუსელში წასაღებად.
უნდა შედგეს ეროვნული კონსესუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასე მუშაობს ეს სისტემა, სხვანაირად – არა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევებიც – 2004-ში, 2007-ში ხორვატიის, იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, რადგან სხვანაირად პროცესი მართვადი ვერ იქნება. არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება. რაც არ იცვლება, ისაა, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანაზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპამდე.
მე ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი კრიტერიუმები, ეს კონკრეტულად რომელიმე ადამიანს არ ეხება, ვერც შეიძლება ეხებოდეს. რაც შემოგთავაზეთ, ესაა ჩარჩო სისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება ეს თუ გარემო, რომელშიც მედია ფუნქციონირებს. რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება; რომ ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, შეზღუდვების გარეშე. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ“ , – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.