ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინელი ჟურნალისტის სავიკ შუსტერის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“რა ომი გინდათ? ამაზე რომ იცინის ოპოზიცია და თურმე გვეჩვენება და ვიგონებთ. აი კიდევ ერთი ფაქტი, შუსტერი პირდაპირ ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება არ შევა რუსეთთან კონფლიქტში, აი ოპოზიციას რომ გაემარჯვა, მიშა გამოვიდოდა და მეორე ფრონტის გახსნაც გარდაუვალი იქნებოდაო.
ასე რომ, ომი გინდათ? რეალობაა და სიმართლე”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკში”.
ცნობისთვის, უკრაინელმა ჟურნალისტმა სავიკ შუსტერმა გადაცემაში – „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ისაუბრა, სადაც შუსტერმა განაცხადა: “არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ – მიხეილ სააკაშვილის პარტია”.