საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი – 2-ის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, გიული ალასანიას საუბარია ჩაწერილი.
„ტერიტორიები რატომ გადასცეს; ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს, –
იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.
მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები).
ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, – წერს იონათამიშვილი „ფეისბუკში.

ცნობისთვის: აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი – 2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით, ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერს თავად გიული ალასანიაც გამოეხმაურა და მას მონტაჟი უწოდა. „ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი“, – აღნიშნა ალასანიამ.

გაზიარება