“როგორი აღრეულია ნაცსექტაში ‘მესიჯბოქსი’- ჰააგის სასამართლოშიც საქართველოს გამარჯვება ღალატის პარტიის ქულად სურთ მიიწერონ,” – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცრეჟიმმა ჰააგაში სარჩელის შეტანა არც იკადრა და, პირიქით, გორში ჩამოგდებული რუსული „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან.

“არა და იუსტიციის უწინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის და მისი გუნდის კოლოსალური შრომით მოხერხდა, რომ ქართულ სახელმწიფოს გაემარჯვა.

[ნაციონალურმა მოძრაობამ] ევროსაბჭოს მოღალატეობრივ #1633 რეზოლუციას მოაწერა ხელი და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უნამუსოდ აბრალებდა, რომ თურმე ქართველი ოფიცრების გასამართლება სურდა ჰააგაში.

ომის პარტიის ბოროტი პროპაგანდა ყოველთვის ფიასკოსთვისაა განწირული!
საუკუნო ხსენება საქართველოსთვის დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს!” – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

გაზიარება