„გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას.

შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის ობიექტური“- განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

შეკითხვაზე, რატომ არის მკვეთრი აცდენა ევროკომისრის გზავნილებსა და ევროპარლამენტართა პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებს შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი.

„არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. ერთი ინტერესი – ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, აისახა სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საგარეო კომიტეტის რეზოლუციაშიც. მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინტერესი და შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის, რა თქმა უნდა ობიექტური“- აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება