„ნაცისტების მთავარი პროპაგანდისტის იოზეფ ჰებელსის ფორმულა იყო: „იცრუეთ, იცრუეთ და აქედან რაღაც მაინც დარჩებაო.“ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი სატელიტები პატარა „ჰებელსუკებად“ გადაიქცნენ. ეგაა რომ, მათი სულიერი მამისგან განსხვავებით, ისე უნიჭოდ ტყუიან, მათი ტყუილების კასკადიდან არათუ არაფერი რჩება, ერთი დღეც რომ იცოცხლოს, მადლობა უნდა თქვან“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
“აი, კონკრეტული მაგალითი: ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინ ლЯკა ხოშტარიას ხმაურიანი ბრიფინგი, თითქოს ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოვიდა და თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. მას არ უთქვამს, რომ გემი პორტიდან უკან გააბრუნეს. როგორც აღმოჩნდა, კეზერაშვილმა საკუთარი დიდი ხნის მეგობრისა და პარტნიორის – ვანო ნაკაიძის ხელით რუსეთიდან გემი შემოიყვანა, მეორე მხრივ კი, ხოშტარიას პირით თავადვე დაიწყო სანქცირებულ ტვირთზე საუბარი! ტყუილმა სულ რამდენიმე საათი „იცოცხლა.“ თუმცა, ხოშტარიას სიმართლის აღიარებამაც მოუწია. მას შემდეგ მისი კავშირები კეზერაშვილთან სააშკარაოზე გამოვიდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „კეზერაშვილთან პარტნიორობს.“
ოპოზიცია, რომელიც მარცხდება ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა რაუნდში გადასულია ჰებელსის მეთოდებზე და საკუთარი ტყუილების ტირაჟირებაზე მეტწილად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ამ ტყუილებს მავანნი „იჯერებენ.“ თუ რის ფასად და რა ფასად, ეს ცალკე თემაა. იმედია ამასაც ნათელი მოეფინება. არარა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“, – აღნიშნავს ანჯაფარძე.