„ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი: ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და, უბრალოდ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა. ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან და, მგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ. მეორე: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას იმისთან დაკავშირებით, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

„როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე – პირველს, არა მგონია მსგავსი არჩევნის დაყენება მთლად კეთილსინდისიერი საქციელი“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

გაზიარება