მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ერთადერთი კანდიდატი, ვინც 29 იანვრის არჩევნებში შედის კონკრეტული პარტიული საპროგრამო გეგმით, ლევან ხაბეიშვილია:
იქნება რადიკალური მეთოდები;
მოხდება რკინიგზის გაფიცვა;
მოხდება პორტების გაფიცვა;
ხაბეიშვილი შევა ადამიანებთან ფიზიკურ ბრძოლაში;
არჩევნებში “ნაცმოძრაობის” შესვლას აზრი არა აქვს;
“ოცნებამ” რამდენიმეჯერ მოგვიგო და კიდევ მოგვიგებს;
უნდა განვითარდეს სწრაფი რევოლუციური პროცესი…

„ნაცმოძრაობის“ ასეთი კონკრეტული პარტიული გეგმა, მისი დაარსებიდან 21 წლის მანძილზე, მე, მაგალითად, ჯერ არ შემხვედრია. რაც მთავარია – რეალისტური და განხორციელებადია. განსაკუთრებით – ბოლო პუნქტი, რომელსაც სამედიცინო ენაზე “სწრაფი ეაკულაცია” ჰქვია. ჩასახვისუნარიანობის შედეგზე ის უარყოფითად აისახება, თუმცა პროცესში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს მყისიერ სიამოვნებას ანიჭებს“, – აღნიშნავს ქართველიშვილი.

გაზიარება