ექსპერტი ირაკლი ლატარია მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რასაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპასთან დაახლოება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„2012 წლიდან სულ ერთი და იგივე…
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს ევროპამ უვიზო შემოიღო.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს ხელი მოეწერა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს გვაქვს ყველა პუნქტში წინსვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს შევიდა განაცხადი კანდიდატის წევრობაზე.
ისინი ამტკიცებენ – რუსულიო. “ოცნების” დროს ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან, თუკი ოდესმე ვყოფილვართ.
ისინი აბრალებდნენ და ახლაც აბრალებენ ყოველთვის სხვას იმას, რასაც თავად სჩადიან, ხოლო “ოცნებას” მივყავართ ევროპისკენ – ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით!!!
ეგაა და ეგ. სხვა დანარჩენი – ლირიკაა!
ღირსებითევროპისკენ“, – აღნიშნავს ლატარია.