ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და ქალაქ კატოვიცეს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მუნიციპალიტეტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ოზურგეთიდან ციტრუსის, თხილის, ჩაისა და თაფლის ექსპორტის საკითხი განიხილა.

 ოზურგეთის მერმა პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

გაზიარება