ოზურგეთის მომავალი წლის ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია.

ფინანსურ დოკუმენტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ორი. სხდომას ესწრებოდა ყველა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ისინი საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის მაისურებით მივიდნენ და სხდომის ჩაშლა სცადეს. იყო ხმაური და დაპირისპირება.

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ის რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა

მორგებული. პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური პროექტები. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, საგზაო, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე წყლის სისტემების მოწყობა.

გაზიარება