ოზურგეთში გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო.

„ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გაზიარება