პაატა მანჯგალაძე: „რეფორმების ჯგუფში“ სხვადასხვა ახსნას უძებნიან იმას, თუ რის გამო არ დაუჭირეს მხარი ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს“
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე: „რეფორმების ჯგუფში“ სხვადასხვა ახსნას უძებნიან იმას, თუ რის გამო არ დაუჭირეს მხარი ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
პირველი და მეორე მოსმენისას, არა მხოლოდ სესიაზე, არამედ სხდომებზეც ვუჭერდი მხარს. [ახლა] იმიტომ ვერ დავუჭირე მხარი, რომ გარეთ ჟურნალისტები მელოდებოდნენ და იმ დროს გავიდა ეგ საკითხი. როცა იყო საჭიროება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სრული მობილიზება გამოაცხადა“.
ცნობისთვის: პარლამენტმა, 101 ხმით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებას მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდამჭერებს შორის „რეფორმების ჯგუფის“ არც ერთი წევრი არ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში შედის, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება.