„პანი ფოტიგა, ჰერ კუბილიუსს, ევროპარლამენტარებო, ხედავთ როგორ აწამებენ გრეტას გერმანელი პოლიციელები? მიშას რომ ესე აწამებდნენ და არადამიანურად მიჰქონდათ საკანში, კარგი იყო!” – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დროს გრეტა ტუნბერგის დაკავებას.

“ველით მრისხანე განცხადებებს გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლაზე! თავისუფლება გრეტას!“ – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ხაინდრავა.

გაზიარება