პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

,,საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს,” – ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.

გაზიარება