პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

„სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, ვუსურვებ სიკეთეს, სიმშვიდეს, ოჯახში და ოჯახს გარეთ. ვისურვებდი, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ ამ ქვეყანაში; მთავარია, რომ ერთმანეთთან მიმართებაში, ადამიანი ადამიანთან იყოს მხოლოდ სიკეთით აღსავსე და ამ შემთხვევაში ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენს გულში უფლის დაბადება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს.

გაზიარება