“გიორგი გახარია ქართული პოლიტიკის “პავლიკ მოროზოვად”, რომ ჩამოყალიბდი ცოტა მაინც არ გრცხვენია?! მეკვერცხე ხუხას “სივს”, რომ დაატარებინებდი მაშინ არ იყო არაფორმალური მმართველი ივანიშვილი? თუ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდი და ყველაფერი მოსულა?! თუმცა სად შენ და სად პასუხისმგებლობა? კაცი მელიას გულისთვის საქართველოს კონსტიტუციაზეც აპირებდი გადარბენას და სულზე მოგისწრეს ღალატი”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარია პავლიკ მოროზოვად გადაიქცა, რომელსაც პარტიის გამო საკუთარ ბიოგრაფიაზეც შეუძლია უარის თქმა.

“დიდი პოლიტიკოსივით ააბუქე აშშ-ევროპის კულისები, მაგრამ რა ნაძირალაც გადადგომისას აღმოჩნდი ის ნაძირალა დარჩი, რაზეც ქართულმა საზოგადოებამ მიგანიშნა არჩევნებისას…

პავლიკ მოროზოვად გადაიქეცი, რომელსაც მთელ საკუთარ ბიოგრაფიაზე შეუძლია უარი თქვას პარტიის (შენ შემთხვევაში ლობისტების) გამო. ჰოო შენც ერთი საცდელი ვირთხა ხარ, იმ უამრავში ლობისტებმა, რომ იყიდეს და ახლა ყველას ერთად გაჯიბრებენ საქართველოს წინააღმდეგ…
“ვირთხების რბოლაში”, ჯერჯერობით მეორეზე ხარ, პირველ ადგილს ღირსეულად მარგველაშვილი ლიდერობს…იმედია გადაასწრებ…

P.S. ისე რა “მაგარი” ყოფილა ხუხაშვილი? ყველა ნაძირალა რესპებიდან დაწყებული გახარიათი დამთავრებული, მაგის შეტენილია ოცნებაში…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

გაზიარება