გასული წლის 1-ლი ოქტომბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი ადამიანების სია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 1595-ია.
მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხზე ვიზიტით იმყოფებოდნენ:
ადვოკატები, მათ შორის, 7 უცხოელი – 533-ჯერ;
ექიმები, მათ შორი,ს 8 უცხოელი – 346-ჯერ;
დეპუტატები – 210-ჯერ;
სახალხო დამცველის წარმომადგენლები – 57-ჯერ;
ოჯახის წევრები – 337-ჯერ;
სასულიერო პირები – 24-ჯერ;
გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე – 14-ჯერ;
უკრაინის რესპუბლიკის წარმომადგენლები (რადას დეპუტატები, კონსული, ომბუდსმენი და ა.შ.) – 45-ჯერ;
სხვადასხვა პირი (სტილისტი და ა.შ.) – 29-ჯერ;
ცენტრი ,,ემპათია” – 82 -ჯერ.
პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, თვე-ნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა საკითხზე ვიზიტით 1595 ადამიანი იმყოფებოდა
