„პატიმარ სააკაშვილის ამ ე.წ. ადვოკატის ყოველი სიტყვა არის წარმოუდგენელი სიცრუე, ცილისწამება, ფაქტების გაუკუღმართება და რეალობის პროფანაცია. დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე, ფეიკებთან სისხლის სამართლებრივი ბრძოლის სამართლებრივი პრაქტიკის მქონე ნებისმიერ სახელმწიფოში – მას დიდი ხანია წაუყენებდნენ ბრალს ან გააძევებდნენ ქვეყნიდან“, – წერს „ფეიბუსკის“  გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„მაშ ასე, სააკაშვილის კიდევ ერთი “ადვოკატი” დანჯელო:

“ის იყო უკიდურესად ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი” – გამოაქვეყნეთ ბოლო ბოლო ამ “უკიდურესობის” გამაბათილებელი მონაცემები, ბავშვობიდან თანდაყოლილი და “ჯეელობისას” შეძენილი მისი უმძიმესი დაავადების თაობაზე და იმ ფსიქოტროპული “ენერჯაიზერების” სრული ნუსხა, რომლებიც მას დააკლდა ციხეში

“მას ჰქონდა მუქი და ხშირი თმა, რომელიც სცვივა და ფერს კარგავს” – შეუტანეთ მისი თმის საღებავები, რომლებსაც ის ხმარობდა უკანასკნელი წლები

“ერთი წლის შემდეგ მან დაკარგა დაახლოებით 22 კგ” – ნებისმიერი (!) პატიმარი, გადადის რა კვების სარეჟიმო განრიგზე, ციხეში მოხვედრისთანავე პირველი ერთი წელიწადის განმავლობაში წონაში კარგავს ცხოვრების არასწორი რეჟიმის პერიოდში დაგროვებულ 20-დან 30 კილოგრამამდე. ეს პროცესი არ ეხება სწორი კვებითი რეჟიმით მაცხოვრებლებს. ასი ხინკალი, ერთი პოლლიტრა და ხუთი აჭარული ხაჭაპური ერთ ჭამაზე – არის ანომალია!!!

“უპრეცედენტო მდგომარეობა გვაქვს. აშშ-ში როცა გვინდა, შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა თუ ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაიღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს” – სრული სიცრუე!!! გააცანით ამ თაღლითს “ამერიკაში პატიმრების უფლებების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, პოლ რაიტის 2021 წლის ანგარიში აშშ-ს ციხეებში ჯოჯოხეთური სამედიცინო მომსახურების თაობაზე, რომელიც პოლ რაიტი “წამების ერთ-ერთ სახეობასთან” აიგივებს! წააკითხეთ მას ყოველთვიური ჟურნალი Prison Legal News!!!

“ის მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას, მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს” – სრული სიცრუე!!! ის არაბუნებრივად ნორმალურ პირობებშია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით – ააფარეთ “ადვოკატს” პირზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის “ცემასა” თუ “წამებაზე”

“ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და მერკურის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი” – ოლიგოფრენებზე გასავრცელებელი სისულელე, სიცრუე და ცილისწამება!

“მასთან იყენებენ დაახლოებით 14 დასახელების წამალს, რომლებიც არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ” – 14 – არაა “დაახლოვებითი”, ეს არის “ზუსტი” რაოდენობა. დაასახელოს თუნდაც ერთის (!) სახელწოდება!

“ეს არის რუსული წარმოების წამლები” – აი აქ კი წერტილი და ფარდა! გასაგებია. პუტინის პირად ქარხანაში გამოშვებული მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” კაპსულებში…

თქვენ ხომ ხართ უბედურ დღეში, სექტანტებო – მაგრამ “ვაი” თქვენს ხელში ჩავარდნილ ნებისმიერ პატიმარს და “ვუი” თქვენს მიერ ნაქირავებ ნებისმიერ “ადვოკატსა”  თუ “ექიმს”. თქვენი მიზანი არესტოვიჩმა გააჟღერა, მას იგი წამოცდა: “წარმომიდგენია რა ატყდება საერთაშორისო არენაზე, მიშა თუ შემოაკვდათ ციხეში. წარმომიდგენია, ეს ფაქტი რამდენ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში”. ხელისუფლებავ! იმედია ყველაფერი გესმის!!!“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.

გაზიარება