„ერთადერთი და საინტერესო, რასაც კეზერაშვილი წარმოადგენს, არის მისი ფულადი რესურსი, რომელიც ჯერ ქართული ბიზნესის რეკეტით, შემდეგ – ქართველი ჯარისკაცების ძარცვით და ბოლოს, ევროპელი პენსიონერების დანაზოგების მითვისებით დააგროვა“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, 2004-2012 კეზერაშვილი იყო სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბიზნესრეკეტსა და “ნაცსისტემის” ჩამოყალიბებაში.

„ოპერაცია “ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად!” –
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელია…
რაში ესაჭიროება საერთაშორისო დამნაშავე კეზერაშვილი ამერიკულ ლობს და რას აძლევს ეს, ერთი შეხედვით, თაღლითი პერსონა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”?
თუმცა…
ამერიკული გამოთქმისა არ იყოს, “ის ნაძირალაა, მაგრამ – ჩვენი ნაძირალაა…”
ჰოდა, ნაძირალა, რომელიც ფინანსებს გამოუყოფს პარტიებს, მედია პლატფორმებს და ათასი რჯულის რადიკალს, რომ საქართველოში მოხდეს რადიკალიზაცია და პროცესების საბოტაჟი, გათავისუფლდება წარსულში ჩადენილი დანაშაულებისაგან.

დიახ, საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს “ჰიბრიდული ომი”, სადაც ამერიკული ლობი, ევროპელი დეპუტატები კუბილიუსის დაჯგუფებიდან, უკრაინის ხელისუფლება ღიად მოქმედებენ საგარეო ფლანგზე, ხოლო საქართველოში მათ დასაყრდენს წარმოადგენენ დაშლილ-დაქუცმაცებული რადიკალები. აგენტები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს ჩაიდენენ მფარველების საკეთილდღეოდ…
ქართველ რადიკალებს ესაჭიროებათ ფინანსური რესურსი, განსაკუთრებით – ისეთი გამოცდილი “ნაცჩინოვნიკისაგან”, ვისთანაც ასოცირდება რევოლუციური მთავრობა…ასეთი კი გახლავთ კეზერაშვილი!
პასუხი კითხვაზე: რაში ესაჭიროებათ კეზერაშვილი, გაცემულია – მისი ფინანსები და წარსული…
2004-2012 წლებში ეს ბატონი იყო სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბიზნესრეკეტსა და “ნაცსისტემის” ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა კი მთლიანად დამყარებული იყო საგარეო ლობიზმზე!
ახლა ყველაზე კარგი დროა ვალების დაბრუნების. კეზერაშვილი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას დააფინანსებს, ხოლო პირადად “გაირეცხება” სამართლებრივად…
ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია!
პატივცემულო ლობისტებო! ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია, გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ…“ – აცხადებს ქადაგიძე.

გაზიარება