“პატრიარქმა მიშას მისწერა, ახალ რეალობას შეეგუე და სულიერი სიმტკიცე მოიკრიბეო”, – წერს “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ანუ ცოტა “დასტოინად” მოიქეციო – მე ასე გავიგე.
ვინც სხვანაირად გაიგო, მეც გამაგებინოს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
“გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში, რომელიც მან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მადლობის ნიშნად გაუგზავნა.