„უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, სავარაუდოდ, ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას“, –  განაცხადა აშშ-ის გენშტაბის უფროსმა მარკ მილიმ ნიუ-იორკში ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ასევე დაღუპულია 40 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, თუმცა, მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მიიღო აღნიშნული მონაცემები.

უკრაინული გენშტაბის ცნობით, 9 ნოემბრის მონაცემებით, ომში დაღუპულ რუს სამხედროთა რიცხვი 77 ათასს აჭარბებს.

გაზიარება