“პერსონალიზმი და პერსონალისტური ლიდერების რაოდენობის ზრდა არის საფრთხე დემოკრატიისათვის, – ასე მიიჩნევენ აშშ-ში და ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მიდგომები ჩვენთან მიმდინარე პროცესების მიმართ. ხვდებით, ალბათ, რაზეც ვსაუბრობ”, – აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში პერსონალიზმის გლობალურ დონეებს ასახავს.
“თუმცა, საქართველოში ხელისუფლების სუპერპერსონალიზაციაზე მათ არასოდეს ჰქონიათ მძაფრი რეაქცია, რადგანაც მაშინ “პერსონალისტური ლიდერი” ნაძირალა კი იყო, მაგრამ – მათი ნაძირალა.
დღეს “თავიანთი ნაძირლები” ხელისუფლებაში აღარ ეგულებათ”, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.
