„ბოლო დროს, განსაკუთრებით გახშირდა რადიკალური ოპოზიციის თავდასხმები მისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე. ბუნებრივია, თავდასხმის მთავარი ობიექტი, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შვეიცარიული ბანკის მეშვეობით 2-მილიარდიანი ანგარიშის გაყინვით აშანტაჟებენ“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისივე თქმით, ორიოდე თვის წინ, რადიკალურმა ოპოზიციამ ელენე ხოშტარიას პირით რამდენიმე ბიზნესმენის, მათ შორის ირაკლი რუხაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და დავით ხიდაშელის სანქცირება მოითხოვა.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, პირდაპირი ამერიკული დაფინანსებით მოქმედმა მედიასაშუალებამ – „რადიო თავისუფლებამ“ ცოტა ხნის წინ საგანგებო სიუჟეტიც კი მიუძღვნა იმის მტკიცებას, თუ როგორ ანადგურებს „თანაინვესტირების ფონდისა“ და ირაკლი რუხაძის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი სამრეწველო კომპანია ქართულ ეკოლოგიას.

„ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები დავით ხიდაშელზე, რომელსაც რუს ბიზნესმენად მოიხსენიებენ და პრაქტიკულად, საქართველოდან ინვესტიციების გატანას აიძულებენ.
ამერიკელებს და მათ აგენტებს ბიზნესის სისუფთავე რომ არ ადარდებთ, ალბათ, ყველასათვის ცხადია.
ასე მაგალითად, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე თავდასხმის ფონზე, ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებულია დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, რომელმაც დიდი ფული ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა და რომელმაც ბოლო წლებში ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვითაც „გამოიჩინა თავი“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკელები კეზერაშვილს არა მხოლოდ სიტყვით იცავენ, არამედ მას ხელშეუხებლობის გარანტიებსაც აძლევენ. ფაქტია, რომ კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნეს, ევროპაში ის თავისუფლად სწორედ ამერიკელების მფარველობით გადაადგილდება და საეჭვოა, გერმანელებმა მისი დაპატიმრება, თუნდაც, პენსიონერების უპრეცედენტო ძარცვის ფაქტზე შეძლონ“, – აცხადებს ფილოსოფოსი.

გაზიარება