საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
„ეს, შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, რაც ძალიან საგანგაშოა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი, საჯაროდ, საზოგადოებას გახლეჩვისკენ მოუწოდებენ, ცდილობენ, დააბულინგონ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ მათი ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და საზოგადოებაში შეიტანონ განხეთქილება, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ხდება მათი ლუსტრაცია – გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს, თუ რა მიზნები, რა რეალური ზრახვები ამოძრავებთ ამ ადამიანებს, და კიდევ ერთი: ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან, მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებისა და გახლეჩვის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადოდ აფასებს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.