“გამოენთნენ სოროსის “გენმოდიფიცირებული ლიბერალები”… რა თქვა ტყუილი ჯაღმაიძემ? ფიზიკურ ძალადობაზე უფრო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც თქვენი ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები სთავაზობს საზოგადოებას”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით პაიჭაძის, ელენე ხოშტარიასა და ნოდარ რუხაძის მიერ გამოქვეყნებულ “ფეისბუკის” სტატუსებს.
როგორც ქადაგიძე წერს, ჟურნალისტი, ინტრიგანის სინონიმად აქციეს და ყველაფრის კადრება სიტყვის თავისუფლებად მოახვიეს საზოგადოებას.
“სკანდალი,ძალმომრეობა,სიყალბე, ძალადობის პროპაგანდა, ნარკომანიის რომანტიზება, პორნოგრაფიის დემონსტრირება…
ესაა თქვენი “მედია-ნაგვის” დღის წესრიგი.
დიახ, 100% სიმართლეა,რომ თქვენი “მედია-ნაგავი” ახალისებს ძალადობას და “ფეიკ-კამპანიებით” ცდილობთ ადამიანები გონებრივ ტერორში ამყოფოთ!“ – წერს ქადაგიძე.