„ფონდმა „ქართუმ“ “ლაგუნა ვერეს” ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა.

დღეს დედაქალაქის მერმა ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგების პროექტის დეტალებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა. რა ფორმით განხორციელდება ტერიტორიის რეაბილიტაცია, ამას მერია მოსახლეობასთან ერთად განსაზღვრავს.
უკვე ცნობილია, რომ ტერიტორიაზე არსებული აბრეშუმის ქარხნის შენობა შენარჩუნდება და ახალ პროექტს შეერწყმება.

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა.

„მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, როგორც არის დღეს არსებული ტერიტორია.

რაც შეეხება
პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება