საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც   დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ცნებების მნიშვნელობის გაუკუღმართებაზეა საუბარი.

„რადგან დემოკრატია ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიჰყავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„საინტერესოა, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია – გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა “ენჯეოებმა”, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება“, – აცხადებს „ხალხის ძალა“.

გაზიარება