„ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია.

ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ “რუსეთუმეობას” დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს ხალხი საშიშია არა მხოლოდ ეკლესიის და ქვეყნისათვის, თავიანთი თავებისთვისაც კი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან რთულია ადამიანი ცხოვრობდე მსგავსი ბოღმით და ზიზღით.

გაზიარება