„ვინ ჩემი ცუდი სიტყვა ხარ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე დებატში რომ დაგიჯდეს. ან როდის იყო ორმოცდაათპროცენტიანი და ერთპროცენტიანი პოლიტიკოსები ან პარტიის წარმომადგენლები ედებატებოდნენ ერთმანეთს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ირაკლი კობახიძე დებატებში გამოიწვია.

“შენ რომ გათვლა გაქვს, მასეთი დაბალი ინტელექტის ხალხი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, იმიტომ გაქვს ეგ რეიტინგი. პიარში ორიანი, პოლიტიკაში ორიანი, კაცობაშიც ორიანი, პოპულიზმში და აგენტობაში – ხუთიანები“, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე სამხარაძე.

გაზიარება