მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმააციით, ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

უწყების ცნობით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებებისთვის განკუთვნილ 1300-ზე მეტ მედიკამენტზე დაწესდა, ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

„მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.
ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.
ცვლილება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

გაზიარება