2023 წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება.

საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები მთავრობასთან გამართეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის.

„ვმუშაობთ, რომ იქნებ, ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის შეღავათების მოძებნა მოხდეს, რათა ყოველთვიური შესატანი იმხელა არ იყოს, რომ მათ პენსიის ნაწილი სესხში არ გადაიხადონ და სესხის ძირს მოაკლდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება